მოგაზურობა კვიპროსზე

კვიპროსზე მოგზაურობას ალბათ არ დავაპირებდი, რომ არა 25 ევროდ  გამოჩენილი ავია ბილეთი.  ფასმა მთელი 5 ევროთიც კი დაიკლო და ჩემი გამოფრენის დროს უკვე 20 ევრო ღირდა, ანუ ის ფასი რაც ამავე კვიპროსზე, მოლუსკებიან ულუფაში შეიძლებოდა გადაგეხადა. მოგზაურობა მარტო გადავწყვიტე. არავისთვის აღარ ჩამომიხევია კალთები. ბოლო სამი წლის ნაღვაწს (მოგზაურობებს) თვალი რომ გადავავლე გამახსენდა, რომ შრი ლანკაში… Read More მოგაზურობა კვიპროსზე

თავი VI

მეორე დილით გამოქვაბული სულაც არ მომეჩვენა ისეთი პირქუში, როგორადაც ღამე იმზირებოდა. ყველა ოთახში შევედი, საგულდაგულოდ გადავამოწმე, მაინც, რაიმე საეჭვო ადგილას ხომ არ ვართ და დარჩენა თუ უსაფრთხოათქო. ყველაფერი რიგზე იყო. გორემეს მთავარ ქუჩას ჩამოვუყევით, კარენოი თბილისელი რომ იტალიურ ეზოში გამოვა და მთელს ეზოს და ქუჩას მოიკითხავს დაახლოებით მასე ჩამოვიარეთ, სუვენირების მაღაზიის გამყიდვლებს და კაფეს თანამშრომლებს  სალამი მივეცით… Read More თავი VI

თავი V

პატარა ფუსფუსა ქალაქი სავსე იყო კორეელი ტურისტებით. კაფეში, გაჩერებაზე, ტურისტულ სააგენტოებში ყველგან კორეელები იყვნენ. საზოგადოებრივი ტუალეტის ძებნა დავიწყეთ. მალევე მივაგენით დიდ და კეთილმოწყობილ ტუალეტს. შესასვლელში მჯდომმა კაცმა ამრეზად აგვხედა, საეჭვოდ აათვალიერა ჩვენი ბარგი. მე და სალიმ საზღვარგარეთის საზოგადოებრივ ტუალეტში ყოფნის რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და ამჯერად თავის მოწესრიგებას და მაკიაჟის გაკეთებას 40 წუთი დავუთმეთ.… Read More თავი V

თავი IV

მოგზაურობა არის ის, რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს, ჰოდა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თავისუფალი დრო თუ კარიერა მოგზაურობას დავუკავშირო. მუდმივ სამუშაოს ახალი part-time job შევუთავსე, ჩემი კარგი მეგობრის წყალობით გიდად დავიწყე მუშაობა და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. უდიდეს სიამოვნებას მგვრის მასალების მომზადების პროცესი, ხალხთან ურთიერთობა, უშუალოდ მოგზაურობის პროცესზე აღარაფერს ვამბობ. საოცრად  გამიმართლა, პირველ სამუშაო მარშრუტზე… Read More თავი IV

თავი III

ბლოგის წერას მეგობრების მხრიდან დაახლოებით ის რეაქცია მოჰყვა რასაც ველოდი : “აუ ეხლა ჩემზეც დაწერ?”, “აქ რო ვართ ესეც უნდა დაწერო?”, “ახლა რასაც მოგიყვები ის არ დაწერო რა”.ხოდა ასეთ მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერს არ ვწერ, რეალობის დაახლოებით 40 პროცენტი გადმომაქვს და ამის მიღმა კიდევ ბევრი რამ ხდება რასაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიტოვებ, და კიდევ,… Read More თავი III

თავი II

ორშაბათს სამსახურში მეილებს ვსქროლავდი და couchsurfing-იდან რამდენიმე ნოტიფიკაცია იყო მოსული. თვალი გადავავლე,  ერთი-ორი თურქის წერილი იყო და ერთიც იაპონელის. ტოშიო ერქვა. მწერდა  ძალიან დაინტერესებული ვარ თბილისის ისტორიით და კულტურით, ახლა აქ ვარ და შენც თუ გცალია ქალაქი დამათვალიერებინე და შენი ისტორიები გამიზიარეო. ტოშიოს საღამოს შევხვდი რუსთაველის სმარტთან. სტამბოლიდან ჰქონდა ფრენა და ჩემთვის უგემრიელესი რაჰათლუხუმი ჩამოუტანია.… Read More თავი II

თავი I

ორშაბათს დილით სამსახურში ადრე მივედი, 10-ს აკლდა 10 წუთი. გმირულად შევაბიჯე დერეფანში. მივდიოდი და წარმომედგინა, რომ ჩემი თანამშრომლები თავიანთი ოთახების კარებს აღებდნენ და ატმის ყვავილებს მაყრიდნენ. მერე ვითომ ბოსი მოვიდა და დაფნის გვირგვინი დამადგა თავზე და “მარიამ, ყოჩაღ! შენ ეს შეძელი”, და ვითომ გულში გავიფიქრე, ტყუილად არ მივლია ანონიმ არაპუნქტუალთა წრეზეთქო. ოთახში რომ შევედი, კინაღამ… Read More თავი I